თეგებით ძიება
09. 07. 2024 მსოფლიო

პარიზის პროკურატურამ ლე პენის 2022 წლის კამპანიის უკანონო დაფინანსებაზე გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ მარინ ლე პენის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურატურამ გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიების და პოლიტიკური დაფინანსების მაკონტროლებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე მიიღო.

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საარჩევნო ხარჯების დადგენილი ლიმიტის გადაჭარბება ეკრძალებათ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაკონტროლებელმა ორგანომ პროკურატურას ორი კანდიდატის მიერ საარჩევნო ხარჯების გადაჭარბების შესახებ გასულ კვირას აცნობა. მათ შორის ერთ-ერთი მარინ ლე პენია.

საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდში ყველაზე მეტი მანდატი მემარცხენეების ალიანსმა ახალმა სახალხო ფრონტმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მაკრონის კოალიცია, ხოლო მესამე ადგილზე პირველი რაუნდის გამარჯვებული მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა გავიდა. საფრანგეთის გენერალური ასამბლეა სამ ძირითად ბლოკადაა გაყოფილი და დამოუკიდებლად არც ერთ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბება არ შეუძლია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა