ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული - უზრა ზეია
„ლგბტ საზოგადოების უფლებები და სახელმწიფოების ევროპული უსაფრთხოებას ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიამ 2024 წლის ღირსების თვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
კონფერენცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, ნაციონალურ უსაფრთხოებას, ინკლუზიურ განვითარებას და ლგბტ ადამიანის უფლებებს შეეხებოდა.
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სამუშაოსთვის, რასაც ატარებთ. ჩვენ ერთად ვქმნით დღეს ისტორიას, დიდი მადლობა სტუმრებს, სპიკერებს და მთელ გუნდს.
პირველად სახელმწიფოთა ლიდერები, სხვადასხვა ორგანიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ ამ დარბაზში, რათა სტრატეგიულად შეაფასონ ლგბტ საზოგადოების წევრთა და უსაფრთხოების სფეროს ამოცანებს შორის კავშირი, მათ შორის უფრო განვითარებული, ღია, უსაფრთხო, ინკლუზიური და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების მიღწევის საკითხები.
დღევანდელ სხდომებზე გამოჩნდა, რომ მთავრობების მიერ დაფინანსებული შეტევები ლგბტ-ს წინააღმდეგ არის სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ უფრო მასშტაბური რეპრესიების ნაწილი. ჩვენმა ორატორებმა აჩვენეს, თუ როგორ ემუქრება ეს შეტევები ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, რომელიც ადამიანზე არის ორიენტირებული, და საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ეს ყველაფერი აშშ-ის ინტერესებს აფერხებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
იმედი მაქვს, რომ ყოველი თქვენგანი დაინახავს, თუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია ამ პრობლემების მოგვარებას და ამას პარტნიორული ურთიერთობების გზით ცდილობს, ასევე მოკავშირეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დახმარებით.
ჩვენი საკმაოდ მტკივნეული ისტორია აქ, სახელმწიფო დეპარტამენტი გვახსენებს, რომ ცვლილების მიღწევა არც თუ ისე მარტივია. და მათი მიღწევა მარტოებს არ შეგვიძლია. ბარბარა გიტინგსი ნოვატორული აქტივისტი ქალი იყო და ის 1965 წელს ამ შენობასთან ლგბტ პირთა მიმართ აშშ-ის მთავრობის ინსტიტუციონალურ დისკრიმინაციას აპროტესტებდა. მან განაცხადა: „ერთიანობა იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე კანონების მიღება. ბრძოლის მოგება საზოგადოების ტვინებში და გულებში ხდება, სადაც ამას მართლაც რომ აქვს მნიშვნელობა“.
ბარბარას მიერ მაშინ წარმოთქმული სიტყვები რეალობად იქცა. ჩვენ ის არა მარტო გულთან ახლოს მივიღეთ, არამედ ეს მსოფლიოს ყველა რეგიონში ხდება. 50-ზე მეტ ქვეყანაში ჩემი ვიზიტების დროს მე ლგბტ პირთა უფლებებზე და მათ თანასწორობაზე ვსაუბრობდი. ამ ქვეყნებში აშშ მოკავშირეობის გზით ამ პირთა უფლებების დაცვას ცდილობს.
ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ეხმარება აშშ-ის ლიდერობა და პარტნიორობა სექსუალური ორიენტაციის გენდერული გამოხატვის ამ სქესობრივი დამახასიათებლების მიზეზით დისკრიმინაციის დაუშვებლობას. ჩვენი დეპარტამენტის მუშაობის რთულ და ფართო სპექტრში ლგბტ თანასწორობის ინტეგრაცია უნდა მოხდეს. მინდა ჩამოვაყალიბო სამი პრინციპი, რის პოპულარიზაციასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს დეპარტამენტში, რათა გაზიარებული იყოს პრეზიდენტ ბაიდენის მოწოდება „ჩვენი ლიდერობის შესახებ ადამიანის უფლებების და ლგბტ უფლებების საკითხში მთელ მსოფლიოში“.
ჩვენ ვეწევით შეთანხმებულ ძალისხმევას ჩვენი ცოდნის ბაზის შესაქმნელად, კერძოდ საზღვარგარეთ ლგბტ პირთა უფლებების დარღვევაზე აშშ-ის შეთანხმებული რეაგირების თვალსაზრისით. ასე, მაგალითად, ნარკოტიკებთან ბრძოლის და კანონის შესრულების უზრუნველყოფის ბიუროს სათავეში უდგას უწყებათშორისი სასწავლო თანამშრომლობის სტრუქტურა ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის შემცირების და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით. როდესაც ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ტენდენციებს ვხედავთ, ეს მათი უფრო სწრაფი გამოვლინების და მათთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობას ქმნის.
INL Learning Collaborative მუდმივ შეხვედრებს მართავს, და ექსპერტების და მთავრობების წარმომადგენელთა მონაწილეობით ხდება გამოცდილების გაცვლა ლგბტ პირთა წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. მუდმივი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩვენ უსაფრთხოების, დაცვის, კონფიდენციალურობის და კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის პრობლემების უკეთესად გადაჭრის შესაძლებლობას გვაძლევს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა საჯარო კვლევა ლგბტ საზოგადოების მიმართ არაობიექტური, დისკრიმინაციული და ძალადობრივი დამოკიდებულების შესახებ, რომელიც მართლწესრიგის და უსაფრთხოების სპეციალისტთა ღრმა ანალიზს შეიცავს.
INL პროექტის დახმარებით ჩვენ მთელ მსოფლიოში ლგბტ პირთა წინააღმდეგ პოლიციისა და სხვა სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომელთა მხრიდან შევიწროების და მათი უფლებების დარღვევის ფაქტების წინააღმდეგ უკეთესად ვიბრძვით.
ასევე ჩვენ ადამიანებით ვაჭრების მხრიდან ლგბტ პირთა მიმართ მზარდი რისკის საკითხსაც ვსწავლობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ არსებულ რისკებზეა საუბარი. „ადამიანებით ვაჭრობა არის ჩვენი საზოგადოების სინდისზე დასმული მძიმე ლაქა, ის აფერხებს საზოგადოების უსაფრთხოებას, საზღვრების დაცვას, ეკონომიკის სიძლიერეს და კანონის უზენაესობას“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ადამიანთა ვაჭრობა განსაკუთრებით საშიშია საზოგადოების ისეთი ფენებისთვის, როგორებიცაა ლგბტ საზოგადოება, ეთნიკური უმცირესობები, მიგრანტები, ქალები და გოგოები, ასევე სოციალურად დაუცველი ფენები.
2023 წელს ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ დაზარალებულთა შორის 45% ლგბტ პირები არიან, ხოლო 43% - ფერადკანიანები. ადამიანთა ვაჭრობაში ყველაზე სწრაფად პატარა ბიჭების კომპონენტი იზრდება. ამასთანავე, ქალები კაცებთან შედარებით ამ კომპონენტში ორჯერ მეტნი არიან. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კაცების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები ხშირად სტატისტიკაში არ ხვდება, რადგანაც ამ საკითხზე ბევრს საუბარი არ სურს და ეს ტაბუირებული თემაა.
აქაც აუცილებელია მეტი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, აუცილებელია სპეციალური ტრენინგების და საინფორმაციო კურსების ჩატარება და ეს უკვე ხდება, რაც ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მოქმედებებს უფრო ეფექტიანს ხდის.
დეპარტამენტის სამმართველოში, რომელიც ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხზე მუშაობს, ძალზე მნიშვნელოვანი თემაა ერთმანეთთან სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და ადამიანებით ვაჭრობის საკითხების დაკავშირება.
მესამე, უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის ლგბტ დევნილ და ლტოლვილ პირთა დაცვა და მხარდაჭერა. აშშ ძალიან ამაყია იმით, რომ მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების დონორი არის, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ შემცირდეს ყველაზე მოწყვლადი ფენების დევნა და დამცირება მსოფლიოში. მსოფლიოში ყველა გაჭირვებულ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ლგბტ სტატუსი ზოგიერთ ქვეყანაში ამის დამაბრკოლებელი ხდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში PRM-მა 2 მილიონზე მეტი აშშ დოლარი დახარჯა ლგბტ ლტოლვილებზე ორიენტირებული პროექტების განსახორციელებლად. 300 000 დოლარი სხვადასხვა ორგანიზაციებს გრანტების სახით გადაეცათ. ასევე საუბარია ლგბტ ლტოლვილების აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლაზე. ეს პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა.
კოლეგებო, მეგობრებო, პარტნიორებო და მოკავშირეებო, იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითები თქვენში სოლიდარობის გრძნობებს გაზრდის და შთაგაგონებთ, ჩვენი მიზანია ისეთი მსოფლიოს აშენება, სადაც ლგბტ პირები თავისუფლად იცხოვრებენ და განვითარდებიან და ეს ყველგან მოხდება. სადაც არ უნდა ვმუშაობდეთ, მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კერძო სექტორში, ადამიანის უფლებების და ლგბტ უფლებების დაცვას გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნების და პლანეტის მომავლისთვის.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რაც თქვენ აკეთებთ და ვიმედოვნებ, რომ თავისუფლებას, სამართლიანობას და საყოველთაო მშვიდობას მივაღწევთ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიამ.