მაკრონი ტრამპის მიტინგზე თავდასხმის შესახებ: ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.
„ვუსურვებ დონალდ ტრამპს სწრაფად გამოჯანმრთელებას. ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის. საფრანგეთი იზიარებს ამერიკელი ხალხის შოკსა და აღშფოთებას“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.