"ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ" - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.
"ზუსტად ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება იმ ფაქტზე, რომ შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, ახალისებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას და ასევე მოვიყვანე პრეზიდენტებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების ამერიკული ტრადიციის მაგალითები“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.