სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპს - აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან უნდა გადადგეს - ილონ მასკი
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.
„მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპს და მისი სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი მაქვს“, - განაცხადა ილონ მასკმა.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, ტრამპი სახის არეში დაიჭრა.