ავსტრიის კანცლერი: უნდა დავუპირისპირდეთ ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებულ ქმედებებს
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მინისტრები ავსტრიის „სახალხო პარტიიდან“ შემდგომშიც გააგრძელებენ ევროპული საბჭოს მუშაობასა და მის სხდომებში მონაწილეობას.
„უნდა დავუპირისპირდეთ ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებულ ქმედებებს, მაგრამ არა მისი თავმჯდომარეობის ბოიკოტირებით. მინისტრები ავსტრიის „სახალხო პარტიიდან“ შემდგომშიც გააგრძელებენ ევროპული საბჭოს მუშაობასა და მის სხდომებში მონაწილეობას. ბევრი საქმე გვაქვს“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.