Reuters: ომანში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა
ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის დროს დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი პაკისტანის მოქალაქეა და ერთ პოლიციელი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, 28 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ინფორმაცია დაკავებულების ან სროლის მოტივის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. ომანის პოლიციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
ინფორმაცია მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის შესახებ სამშაბათს შუადღეს გავრცელდა. თავდაპირველად ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინებოდნენ.