ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ქალაქები და სოფლები დაიტბორა
ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობამ ქალაქები და სოფლები დატბორა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჰენანის პროვინციის ქალაქ ნანიანში, სადაც დატბორილი დასახლებებიდან და წყლის ნაკადში მოყოლილი ავტომობილებიდან მაშველები გადარჩენილების გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილობრივი სინოპტიკოსები იუწყებიან, რომ ძლიერი წვიმა ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.