თეგებით ძიება
16. 07. 2024 მსოფლიო

მეთიუ მილერი: აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას, თუ ის გადაწყვეტს რუსეთის მეორე სამშვიდობო სამიტზე მიწვევას

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას, თუ ის გადაწყვეტს რუსეთის მეორე სამშვიდობო სამიტზე მიწვევას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მილერმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლები მეორე სამშვიდობო სამიტზე უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.

მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყოველთვის დგას დიპლომატიის მხარეს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია.

„მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის ირგვლივ დიპლომატიის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს. და ამიტომ, თუ მათ სურთ რუსეთის მოწვევა, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას“, - დასძინა მილერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა