"არ მიყვარს სანქციები“ - დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მომხრე არ არის. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, როგორც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ „შეთანხმების“ ნაწილზე, რაზეც თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა დადებითად უპასუხა.
"სანქციებით ჩვენ ვიშორებთ ყველას, ვინც ჩვენთან ახლოს მოდის. ამიტომაც არ მიყვარს სანქციები. ვფიქრობდი, რომ ისინი ძალიან სასარგებლო იყო ირანთან მიმართებით, მაგრამ ირანთან სანქციებიც ასე ძლიერად არ მჭირდებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.