თეგებით ძიება

ბათუმის და თბილისის "დინამოს" თამაშებს აღარ ვუყურებ, ვიდრე ეს ხელმძღვანელობა ჰყავთ და ვიდრე ასე სამარცხვინოდ თამაშობენ ფეხბურთს - გოგა ჩანადირი

კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ" მონტენეგროს ქალაქ ტუზის „დეჩიჩს" უმასპინძლა. საქართველოს 2023 წლის ჩემპიონი საკუთარ მინდორზე დამარცხდა გუნდთან, რომელიც კონფერენც ლიგის მეორე წრეში პირველად ასპარეზობს. ორივე დინამო კორუფციაში, თაღლითობაში, არაპროფესიონალიზმში იხრჩობა - ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ ბოლოდროინდელი, წარუმატებელი თამაშების შესახებ წერს:

უთავმოყვარეო და უნამუსო გუნდია ბათუმის "დინამო" და უთავმოყვარეო და უნამუსო ხელმძღვანელობაც ჰყავს.

ასეთი გულშემატკივრები გყავდეს, ასეთი სტადიონი გქონდეს, ასეთი სპონსორები გყავდეს და პირველ წრეებსაც კი ვერ გადიოდე ევროთასებზე, უბრალოდ, უნდა ადგე, გუნდი დატოვო და გზა იმ ხალხს დაუთმო, ვინც შენზე უკეთესად აკეთებს საქმეს და თან, კეთილსინდისიერად.

ის, რომ ასე უღირსი შედეგები გაქვს, ესე იგი, საქმეს არასწორად, ძალიან ცუდად და არაპატიოსნად აკეთებ.

მორიგი სირცხვილი გვაჭამა ბააუმის "დინამომ" დღეს - შინ "დეჩიჩთან" 2:0 წააგო და წააგო გუნდთან, რომელმაც თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის პირველ წრეში 3:0 წააგო.

ანუ, ბათუმმა ბანძ გუნდთან წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად უარესი ბანძია.

პირობას ვდებ, რომ ამ და თბილისის "დინამოს" თამაშებს აღარ ვუყურებ, ვიდრე ეს ხელმძღვანელობა ჰყავთ და ვიდრე ასე სამარცხვინოდ და უთავმოყვარეოდ თამაშობენ ფეხბურთს.

სხვას ვერაფერს ვფიქრობ, გარდა იმისია, რომ ორივე დინამო კორუფციაში, თაღლითობაში, არაპროფესიონალიზმში იხრჩობა.

სირცხვილი თქვენ? - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა