ჩემი ძმა რატომ უნდა იყოს მოღალატის სახელით მოკლული და ესენი, რომლებიც მართლა ახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, დაუსჯელები უნდა დადიოდნენ?! - ლია კრიალაშვილი
დიდი ხანი ველოდი, რომ გამოძიება დაწყებულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სისხლის სამართლის დანაშაულებთან დაკავშირებით, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულმა, მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს შეისწავლის.
„ჩემი ძმა, კაცი, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ბოლომდე იბრძოდა საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის რატომ უნდა იყოს მოღალატის სახელით მოკლული?! ესენი, რომლებიც მართლა ახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას დაუსჯელები უნდა დადიოდნენ?!
როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ იყვნენ იყვნენ ქართველი ხალხის მტრები და არიან ოპოზიციაში და ისევ ქართველი ხალხის მტრები არიან“, - აღნიშნა ლია კრიალაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.