თეგებით ძიება

"სათხილამურო ტრასის პერსონალმა უმოწყალოდ სცემა თბილისიდან ჩასული 17-18 წლის ბავშვები“- სოც-ქსელში ბაკურიანში არსებულ ვითარებაზე წერენ

სოციალურ ქსელში მოქალაქე Davit Karashvili ბაკურიანში არსებულ ვითარებაზე საუბრობს:

"მოკლედ, პირველად და უკანასკნელად ვისვენებ ბაკურიანში

უსაფრთხოება - 0

მეორადი გზები მოყინული, რომელი მანქანა საიდან მოსრიალებს ვერ გაიგებ.

ტროტუარებზე 1 მეტრიანი ყინულია, ან ტროტუარზე აგისრიალდება ფეხი და ტვინს დაასხამ, ან გზაზე უნდა გადახვიდე და პრიუსმა გაგიტანოს.

3 დღეა რაც ჩამოვედი და უკვე 2 ხელჩართულ ჩხუბს შევესწარი. პირველი სათხილამურო ტრასაზე მოხდა, სადაც ალბათ 50-ზე მეტი კაცი, ქალი, ძაღლი და კატა ჩხუბობდა. ჩხუბობდნენ ყველაფრით, თხილამურებით, ჯოხებით, სნოუბორდებით, ციგებით, ადგილობრივი პერსონალი სასრიალო ტრასის საწმენდი ტექნიკით ჩამოვარდა, ეს 2 ტექნიკა ერთმანეთს დაეჯახა, გადმოხტნენ და ჩაებნენ მუშტიკრივში. სათხილამურო ტრასის პერსონალმა უმოწყალოდ სცემა თბილისიდან ჩასული ალბათ 17-18 წლის ბავშვები. დაშავდნენ მათ შორის გოგოები. ასეთი უმოწყალო და მასობრივი ჩხუბი, ოჯახის გინება და მუქარა მე კაი ხანია არ მინახავს და არ მომისმენია, თან შობის ღამეს. გაოცებული დავრჩი ადგილობრივი პოლიციის უსუსურობით, მიუხედავად მათი მცდელობისა (სულ 3-4 პოლიციელი მოვიდა). ფაქტიურად ვერაფერი მოიმოქმედეს ახალგაზრდების გასაჩერებლად და ბოლოს გვერდზე გადგნენ და ელოდებოდნენ როდის დაიღლებოდნენ ახალგაზრდები ერთმანეთის ცემით. ისეთი ჩხუბი იყო, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ვინმე მომკვდარიყო ან დასახიჩრებულიყო.

მომსახურება - 0

გინდ დამიჯერეთ, გინდა არა, 3-ჯერ მქონდა სხვადასხვა რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობის მცდელობა, მაგრამ არცერთგან შედგა ეს ვახშამი

ერთგან რესტორანში ჩხუბი ატყდა და გამოვასწარით, რომ გამოვდიოდით გვერდით მაგიდიდან ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ასევე ოჯახთან ერთად იჯდა მაგიდასთან სევდიანად მომაძახა: "სწორი გადაწყვეტილებააო", საწყალი, ალბათ უკვე მიცემული ჰქონდა შეკვეთა და ვეღარ წავიდა კიდევ ღადაობა ის იყო, რომ როცა დავსხედით, ოფიციანტი მოვიდა და გვითხრა ყველა კერძს ვერ ვამზადებთ, რადგან 1 მზარეული გაგვექცაო რესტორანს რომ ვტოვებდით, უკვე მივხვდით მზარეულის გაქცევის და თავის შველის მიზეზს მეორე რესტორანში 40 წუთი ველოდებოდით, სამჯერ ვთხოვეთ და შევახსენეთ მიმტანს, რომ ყურადღება მოექცია, მაგრამ მაინც არ მოგვაქციეს ყურადღება, არც მენიუ მოგვიტანეს და არც მოუხედიათ ჩვენკენ.

მესამედ თითქოს წარმატებული გამოდგა ჩემი მცდელობა, 1 საათიანი სპეცოპერციის შედეგად, დავიკავე მაგიდა, მერე ძალით მოვიყვანე მიმტანი მაგიდასთან და მივეცი შეკვეთა, მაგრამ 1 საათიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ 1 კერძი მოგვიტანეს და თან გამოგვიცხადეს რომ დანები გაუთავდათ 40 წუთის შემდეგ, როცა პურიც მოგვიტანეს, ხუმრობით შევახსენე მიმტან გოგონას ხომ არ გათავისუფლდა დაანებეთქო, მან თბილად გაგვიღიმა და წავიდა, იმის მერე აღარ გვინახავს

არ გეგონოთ, რომ სადმე გარეუბანში ხდება ეს ყველაფერი. ვისვენებთ (ამას თუ დასვენება ჰქვია) კრისტალ სპა რიზორტში, "ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას"

ეხლა ვზივარ, ვსვამ კეფირს და ვწერ ამ პოსტს. იმედია რამდენიმე კილოგრამს მაინც დავიკლებ და ეს მაინც შემრჩება..." - წერს მოქალაქე Davit Karashvili.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა