თეგებით ძიება
30. 07. 2024 მსოფლიო

Politico: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან შესაძლოა მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი გახდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან შესაძლოა მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ოფიციალურად გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან, კარგი იქნებოდა, რომ მისი მეწყვილე, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უოლცი გამხდარიყო.

უოლცის კანდიდატურა დაეხმარებოდა ჰარისს ამერიკის შუა დასავლეთში, რომელიც 12 შტატს აერთიანებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამატებითი ხმების მოპოვებაში. გამოცემა ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰარისი ამერიკის პრეზიდენტზე ჯო ბაიდენზე უკეთ გამოიყურება, მას ხმების მოპოვება ისეთ შტატებში, როგორიცაა მინესოტა, შესაძლოა გაუჭირდეს.

უოლცი, რომელიც 60 წლისაა, 12 წელი კონგრესში მუშაობდა. მას საკუთარ შტატში, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობაში კარგი რეპუტაცია აქვს. უოლცი არის სკოლის ყოფილი მასწავლებელი და ყოფილი საფეხბურთო მწვრთნელი, ის აშშ-ის ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. ის ადამიანებთან საუბარში პირდაპირობით გამოირჩევა, რაც ისტორიულად ამერიკაში ყოველთვის ფასდებოდა, ასკვნის Politico.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა