უმძიმესი ავარიის კადრები, დაიღუპა 17 და დაშავდა 30 პირი
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ალაგოასის შტატში, ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო პორტალი Uol-ი იტყობინება, ავტობუსი მთიან სერა-დი-ბარიგას რეგიონში, ხრამში გადავარდა.
თავდაპირველი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას 23 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია დაზუსტდდა და ადგილობივმა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ დაღუპულია 17ადამიანი და დაშავებულია 30 პირი, მათ შორის, ბავშვებიც.