თეგებით ძიება

„ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა"- რა ინფორმაციას ავრცელებს „თბილისი ენერჯი“?

გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯის" "სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის" უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, გასულ კვირას ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა.

მისი ინფორმაციით, კომპანია აქტიურად ახდენს აბონენტების მონიტორინგს, რათა მინიმუმამდე მოხდეს ინტოქსიკაციისა თუ ლეტალური შემთხვევების დაყვანა.

გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯის" "სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის" უფროსი აღნიშნავს, რომ გაზთან დაკავშირებული საფრთხეები ორად იყოფა. ინტოქსიკაცია CO-თი და გაზის გაჟონვის შედეგად შექმნილი საფრთხე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, აალება.

„ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად ხდება ბუნებრივი აირის გამოყენება. გამოწვევად რჩება ის დანადგარები, რომელი სიცოცხლისთვის საშიშია. გასულ კვირას იყო 4 შემთხვევა, სადაც 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა. ორ შემთხვევაში იყო წყალგამაცხელებელი და ორ შემთხვევაში გამათბობელი. ყველა ცოცხალი გადარჩა, თუმცა ზოგიერთი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, ნაწილს კი ადგილზე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება.

ჩვენ, ჩვენი აბონენტების ყოველწლიურ მონიტორინგს მარტიდან - მარტამდე ვახდენთ და რეკომენდაციებს გავცემთ. აბონენტების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე შემოწმებულია, თუმცა წინ 1 თვეა და ჩვენ გეგმას მივყვებით. აღსანიშნავია, რომ სიტუაცია გაუმჯობესებულია. დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ამ თემების ხშირი გაშუქებითაა განპირობებული. მკვეთრად არის შემცირებული როგორც აღნიშნული დანადგარების მონტაჟის სიხშირე, ამასთან შემცირებულია ლეტალური და ინტოქსიკაციის შემთხვევები.

თუმცა ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. გვაქვს ისევ დარღვევები და გვინდა, რომ ეს შემთხვევები მაქსიმალურად 0-ზე იყოს დაყვანილი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ლეტალური შემთხვევები არის დაფიქსირებულია. აღნიშნული შემთხვევა გამოწვეული იყო ინტოქსიკაციით. დამონტაჟებული იყო ე.წ. მკვლელი, ღია წვის კამერიანი დანადგარით, რომელიც არასწორად იყო დამონტაჟებული სააბაზანოში", - ამბობს გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯის" "სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის" უფროსი.

მისივე განმარტებით, რისკების ასაცილებლად, საჭიროა სათანადო დანადგარების გამოყენება. ასევე ყველა დანადგარი სწორად უნდა იყოს გამოყენებული. როდესაც აბონენტი გაზის სუნს იგრძნობს, 114-ში უნდა დარეკოს მომხმარებელმა. გაზის სუნი შემთხვევაში გაზის ონკანი უნდა გადაიკეტოს, ოთახი განიავდეს და ელექტრო ხელსაწყოებისა თუ ღია ცეცხლის გამოყენება არ უნდა მოხდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა