დღეს, მივმართავთ ცესკოს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით - მამუკა ხაზარაძე
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კოალიცია დღეს მიმართავს ცესკოს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პოზიცია დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და დღეს ოფიციალურად აფიქსირებენ.
"თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, პროტესტით აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს.
იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა. დღეს, ჩვენ მივმართავთ ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.