თეგებით ძიება
31. 07. 2024 მსოფლიო

რა მოხდა თეირანში და რა დეტალები ხდება ცნობილი "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის შესახებ - პირველი შეფასებები და გამოხმაურება ისრაელიდან

ირან­ში მოკ­ლეს "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, ის­მა­ილ ჰა­ნიე. "ჰა­მა­სი" ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ნიე ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად არის მოკ­ლუ­ლი. ჰა­ნიე თე­ი­რან­ში მოკ­ლეს, სა­დაც ირა­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მა­სუდ ფე­ზექ­ში­ა­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ირა­ნის ის­ლა­მუ­რი გვარ­დი­ის კორ­პუ­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლია ჰა­ნი­ეს დაც­ვის ერთ-ერთი წევ­რიც.

"ჰა­მა­სის" გან­ცხა­დე­ბით, "ჰა­ნიე მოკ­ლუ­ლია მო­ღალ­ტე­ობ­რი­ვი დარ­ბე­ვი­სას".

ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ბრალ­დე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ პა­სუ­ხო­ბენ და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არა­ვის გა­უვრცე­ლე­ბია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ჰა­ნი­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ ამ­ბავს ის­რა­ე­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ნის­ტრი, ამი­ჩაი ელი­აჰუ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე და­წე­რა: "ეს არის სწო­რი გზა სამ­ყა­როს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ამ სი­ბინ­ძუ­რის­გან. ჰა­ნი­ეს სიკ­ვდი­ლი სამ­ყა­როს უკე­თეს ად­გი­ლად აქ­ცევს".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­ნიე მოკ­ლეს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­მა ბე­ი­რუთ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­ტე­ვა და დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ბე­ი­რუთ­ში არ­სე­ბულ "ჰეზ­ბო­ლას" პო­ზი­ცი­ებს ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბებ­ზე მი­ტა­ნი­ლი სა­რა­კე­ტო იე­რი­შის სა­პა­სუ­ხოდ, რის შე­დე­გა­დაც 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

"ჰა­მა­სი" აცხა­დებს, რომ მათი ლი­დე­რის მკვლე­ლო­ბა "არის მში­შა­რა მოქ­მე­დე­ბა და ამას უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვე­ბენ".

ცნო­ბის­თვის, ის­მა­ილ ჰა­ნიე იყო "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც 1980 წლი­დან ჯგუ­ფის გა­მორ­ჩე­ულ წევ­რად მი­იჩ­ნე­ვა. ის მცი­რე პე­რი­ო­დით პა­ლეს­ტი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. 2017 წელს "ჰა­მა­სის" პო­ლიტ­ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად აირ­ჩი­ეს. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ის 2018 წელს ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ტარ­ში ცხოვ­რობ­და.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა