თეგებით ძიება

როგორ მიულოცა ილია თოფურიამ ლაშა ბექაურს ოლიმპიური ჩემპიონობა?

UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია ლაშა ბექაურს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს. 

„იმსახურებ ლაშა ჩემო ძმაო. ელიტარული სპორტსმენი და უკეთესი პიროვნება“, - წერს ილია თოფურია „ფეისბუქზე“.

ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში იაპონიის წარმომადგენელ სანშირო მურიოს მოუგო და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. ლაშამ შეხვედრაში ორი ვაზარი შეასრულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზში პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა. -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მარცხის შემდეგ ის ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამ დროისთვის ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა