„ზანზარებს ოპოზიცია-პოზიცია და ნუ ხელი დაგვიქნიე, ჭიტა დაგვიძახე, შეგვაგინე მაინც შე კაცო“ - გიორგი ფოფხაძე სახალხო დამცველს
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელის საშუალებით სახალხო დამცველს მიმართავს და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს:
თფუ, თფუ, თფუუ და ჯვარი აქოურობას და სულ იქავე იყოს.. ჩვენი სახალხო დამცველი ხო ჯანმრთელად არის, ძილში ხო არ გაპარულა, ან ბაღლინჯოს ხუ არ უკპენია, ან იმას, რა ქვიაა? - კუას
ზანზარებს ოპოზიცია-პოზიცია და ნუ ხელი დაგვიქნიე, ჭიტა დაგვიძახე, შეგვაგინე მაინც შე კაცო.. ან ბოლო ბოლო ენა გამოგვიყავი და დაგვეჯღანე.. - წერს გიორგი ფოფხაძე.