თეგებით ძიება

„ჩემს მიმართ ეს მუქარა სამი წლის წინ უკვე აღსრულდა და ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც გადასწვდნენ“ - რას წერს სააკაშვილი?

„მედვედევმა მოითხოვა სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრება. ჩემს მიმართ ეს მუქარა სამი წლის წინ უკვე აღსრულდა და ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც გადასწვდნენ. ვერ ეღირსებიან - საქართველო იქნება თავისუფალი!“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ.

"საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება", - წერს მედვედევი 28 ოქტომბერს პლატფორმაზე X-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა