თეგებით ძიება

პარლამენტს არც საერთაშორისო და არც შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს, როგორ შეიძლება თქვა, რომ ამ პარლამენტში შეხვალ და იქ მოქმედებას დაიწყებ - კახა ქემოკლიძე

როცა ამბობენ რატომ არ ჩახსნა გახარიას პარტიამ სიები, მეცინება. ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ, თანმიმდევრული ადამიანები - - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატების დატოვება ტექნიკურად შეუძლებელია.

„სამართლებრივად, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. მნიშვნელოვანია ის, რომ, როდესაც ამ რეზულტატს არ აქვს საერთაშორისო და არც შიდა ლეგიტიმაცია, იმ პარლამენტში რა უნდა გააკეტო? როგორ უნდა შეხვიდე? როცა ამბობენ: რატომ არ ჩახსნა გახარიას პარტიამ სიები, მეცინება. ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ, თანმიმდევრული ადამიანები. როდესაც, დღევანდელი მოცემულობით, პარლამენტს არც საერთაშორისო და არც შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს, არც ამის პერსპექტივა ჩანს, როგორ შეიძლება თქვა, რომ ამ პარლამენტში შეხვალ და იქ მოქმედებას დაიწყებ. მაგრამ, თუ დაჯდა ისეთი სცენარი, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუ ქვეყნის გარეთ გამოძიება ჩატარდა, თუ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია არ იყო მართალი საბოლო ჯამში, მაშინ პარლამენტი საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციასაც შეიძენს. მაშინ შენ კი არა, ესენი შეგასწრებენ პარლამენტში.

თუ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუკი დადასტურდა რომ შედეგი არ იყო მანიპულირებული, რაც ჩემი აზრით არის აბსურდი, იქ, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიდგომა ექნება ყველას“, - განაცხადა ქემოკლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა