თეგებით ძიება

რობინ დანიგანს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციას - შალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცლებეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„S O S❗️S O S❗️S O S❗️

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - რობინ დანიგანს

🇪🇺ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს

ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციას

გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას. 

ოპოზიციად წოდებულმა ტელევიზიებმა - მთავარმა არხმა, ტვ პირველმა, ფორმულამ, კვირის პალიტრამ, ხელისუფლების ტელეარხებიდან ჩვენს პარტიაზე დაწესებული ათწლიანი ცენზურის ფონზე, კვლავ გააგრძელეს ლეიბორისტული პარტიის სრული ბლოკირება: განვლილ  კვირაში, არ გაშუქებულა ჩვენი არც ერთი ღონისძიება, არ აიღეს ინტერვიუები მოვლენებზე, არ მოახდინეს პირდაპირი ჩართვები, მოგვხსნეს პრაიმ-ტაიმებიდან, ამოგვიღეს ანალიზებიდან, საექსპერტო გადაცემებიდან.                                                                        

ყველა ამ ტელევიზიის უკან დგას და მათ აფინანსებს კონკრეტული ოლიგარქიული ჯგუფები, ხოლო ჟურნალისტებს არ აძლევენ უფლებას თვითონ განსაზღვრონ სარედაქციო პოლიტიკა.

ჩვენ შევქმენით ცხელი ხაზი და ყოველი კვირის ბოლოს გაცნობებთ ამ აღვირახსნილი ცენზურის თაობაზე ანგარიშს, რაც დაწესებულია ჩვენს წინააღმდეგ.

იმედია აღნიშნულზე, ასევე სისტემატურად მოხდება თქვენი მთავრობების ინფორმირება.                                   

უდიდესი პატივისცემით,

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი“ - წერს შალვა  ნათელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა