თეგებით ძიება

"დაკავებულების ბედ-იღბლით ვაჭრობს ბიძინა ივანიშვილი... ამ ერთი ადამიანის უკან არის პუტინი" - სანდრო კაკულია

მე მგო­ნია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბით, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ჩვე­ნი ნერ­ვე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ-იღ­ბლით ვაჭ­რობს ერთი ადა­მი­ა­ნი ხან საფ­რან­გეთ­თან, მერე ტრამ­პთან. ეს ერთი ადა­მი­ა­ნი, რა თქმა უნდა, არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი , - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა სან­დრო კა­კუ­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

სან­დრო კა­კუ­ლია და ასე­ვე, კი­დევ სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­სა­მარ­თლომ დღეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­და­სინ­ჯვა­ზე უნდა იმ­სჯე­ლოს.

სან­დრო კა­კუ­ლი­ას თქმით, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, რთუ­ლია მსჯე­ლო­ბა, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს დღეს სა­სა­მარ­თლო.

“ისეთ დრო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ, რომ მო­ლო­დი­ნე­ბის ქონა მგო­ნია, რომ ცოტა ნორ­მა­ლუ­რი არ არის. საქ­მე გვაქვს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩამ­ტა­რე­ბელ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფ­თან. ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ დარ­ბე­ვე­ბის დროს ქი­მი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ატა­რეს, მერე ცე­მის და წა­მე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, “მი­ნი­ვე­ნე­ბი­დან” რომ სკა­მე­ბი ამო­ი­ღეს, წყლის ჭავლში რა­ღაც მომ­წამ­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბებს ურევ­დნენ, ამი­ტომ,მო­ლო­დი­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან რთუ­ლია. მე მგო­ნია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბით, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ჩვე­ნი ნერ­ვე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ-იღ­ბლით ვაჭ­რობს ერთი ადა­მი­ა­ნი ხან საფ­რან­გეთ­თან,მაკ­რონ­თან, მერე ტრამ­პთან. ეს ერთი ადა­მი­ა­ნი, რა თქმა უნდა, არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ამ ერთი ადა­მი­ა­ნის უკან არის პუ­ტი­ნი, ამი­ტომ, მო­ლო­დი­ნი, რა უნდა მქონ­დეს, არ ვიცი”, - გა­ნა­ცხა­და სან­დრო კა­კუ­ლი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა