თეგებით ძიება

სანამ ამ საკითხებზე ღიად არ ისაუბრებთ და სანამ პასუხები არ გექნებათ, „ოცნების“ პროპაგანდას ვერაფერს დაუპირისპირებთ - მეტრეველი ოპოზიციას

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალური ქსელის საშუალებით ოპოზიციას მიმართავს და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას ითხოვს. 

დიდი ბჭობაა ბაბლში გამართული, როგორ დავუპირსპირდეთ „ოცნების“ პროპაგანდას და ომის შიშსო.

როგორ დაუპირისპირდები, თუ 24 საათი მხოლოდ ევროპაზე და დასავლეთზე ილაპრაკებ და სიტყვას არ დაძრავ რუსეთზე? 

არ იტყვი, ხელისუფლების ცვლილების შედეგ რა პოლიტიკა გექნება რუსეთთან დაავშირებით? 

ყველასთვის გასაგებია, რა პოლიტიკა გვექნება დასავლეთთან დაკავშირებით: განვაახლებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს, აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან და ა. შ. ეს ყველაფერი ამ ხალხმა ზეპირად იცის, მაგრამ არ იცის, ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, რა იქნება რუსეთთან დაკავშირებით.

ოპოზიცია კი ამაზე საუბარს გაურბის, ან ერთადერთი პასუხი აქვს: რა მართლა გჯერათ რომ ჩვენ რუსეთს ომს გამოვუცხადებთ? ვინმე ისეთი გიჟია, რომ ომი უნდოდოეს?!

ეს ხომ ლირიკა და ბავშვური პასუხებია!

სინამდვილეში უკანასკნელ ქოცსაც კი არ სჯერა, რომ საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სულელებისთვის გათვლილი პროპაგანდაა. ვისაც ომის ეშინია და ამის გამო აძლევს ხმას „ოცნებას“, იმას კი არ ფიქორბს, რომ შენ გამოუცხადებ ომს რუსეთს, არამედ ეშინია, რომ ხლეისუფლების შეცვლის შემთხვევაში რუსეთი შემოიჭრება აქ, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, როცა უკრაინელებმა მისი ვასალი იანუკოვიჩი გადააგდეს. 

ამას როგორ აზღვევ? 

რა ურთიერთობას დამაყარებს ახალი ხელისუფება რუსეთთან? 

ამ საკითხებზე სანამ ღიად არ ისაუბრებთ და სანამ პასუხები არ გექნებათ, „ოცნების“ პროპაგანდას ვერაფერს დაუპირისპირებთ - წერს მეტრეველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა