თეგებით ძიება
16. 08. 2024 მსოფლიო

POLITICO: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

როგორც გამოცემა POLITICO ბაიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რაკეტების გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ადმინისტრაცია ახლა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რთულ დეტალებზე მუშაობს.

პენტაგონმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, დაეთანხმა თუ არა რაკეტების გადაცემას.

„ჩვენ უამრავ ვარიანტს განვიხილავთ უკრაინის უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუმცა [ამ საკითხზე] ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა