თეგებით ძიება
16. 08. 2024 მსოფლიო

შემზარავი ფაქტი - ინდოეთში ექიმის გაუპატიურებასა და მკვლელობის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ინდოეთში ექიმის გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქციები იმართება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოთხშაბათს ათასობით ქალი გამოვიდა ქუჩაში მარშზე „დავიბრუნოთ ღამე“. პარალელურად, რამდენიმე ადამიანმა დაარბია საავადმყოფო, რომელშიც მკვლელობა მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 19 ადამიანი.

ამის შემდეგ საპროტესტო ტალღა გაძლიერდა. ინდოეთის სამედიცინო ასოციაციამ შაბათს საყოველთაო გაფიცვა დააანონსა - ექიმები მხოლოდ იმ პაციენტებს მოემსახურებიან, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ. ისინი ითხოვენ უსაფრთხო პირობებს ექიმებისთვის,

31 წლის ექიმის მკვლელობამ ინდოეთი შოკში ჩააგდო. 36-საათიანი ცვლის შემდეგ ქალმა სპეციალური დასასვენებელი ადგილის არქონის გამო სემინარებისთვის განკუთვნილ ოთახში დაიძინა. მეორე დილით კოლეგებმა მისი ნახევრად შიშველი ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ განაცხადა, რომ ქალი გაუპატიურებული და მოკლული იყო. მოგვიანებით დანაშაულთან დაკავშირებით საავადმყოფოში მომუშავე მოხალისე პოლიციელი დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა