უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში დაწინაურდნენ - სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსეი სირსკის განცხადებით, კურსკის ოლქში ჯარები დამატებით 1-3 კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა.
„შეტევითი ჯგუფის ჯარები აგრძელებენ ბრძოლას, მათ ზოგიერთი მიმართულებით 1-დან 3 კმ-მდე აქვთ წინსვლა მოწინააღმდეგისკენ. ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, - განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული ჯარები კურსკის ოლქში უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, ლოგისტიკური სისტემა შეუფერხებლად მუშაობს. მან ასევე განაცხადა, რომ გენერალ-მაიორმა ედუარდ მოსკალევმა დაიწყო ვალდებულებების შესრულება კურსკის ოლქში შექმნილი სამხედრო კომენდატურის განყოფილების უფროსად.
„არ არსებობს პრობლემური საკითხები, რომლებიც თქვენს გადაწყვეტილებას მოითხოვს“, - განუცხადა სირსკიმ ზელენსკის.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე სეიმზე ლოჯისტიკური მნიშვნელობის ხიდიც ააფეთქეს.