ლუკაშენკომ აქციებზე დაკავებული 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული 30 პოლიტპატიმრის შეწყალების განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულებს შორის 14 ქალი და 16 მამაკაცია.
დაკავებულებს შორის ზოგი საპენსიო ასაკის, ზოგი კი მძიმე ავადმყოფია.