თეგებით ძიება

ივანიშვილი გვთავაზობს ცრუ არჩევანს, როცა რეალური არჩევანი არის ერის მრივ, ევროატლანტიკური მომავალი და მეორე - რუსული ჭაობი - ბოკუჩავა

“ივანიშვილი ცდილობს ცრუ დილემები და ნარატივი შემოიტანოს, ეს არის რუსული სტილის პროპაგანდა“, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია საზოგადოებას სწორად მიაწვდის ინფორმაციას და რეალური არჩევანის წინაშე დადგებიან, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ.

ის გვთავაზობს ცრუ არჩევანს, მაშინ როცა რეალური არჩევანი არის ერთის მხრივ ევროატლანტიკური მომავალი და მეორე - რუსული ჭაობი. ერთის მხრივ ევროპული ხარისხის განათლება, ჯანდაცა, ინვესტიციები, უვიზო მიმოსვლა და მეორეს მხრივ - საფრთხე, რომ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების შემთხვევაში, საქართველო გამოეთიშოს ე.წ სვიფტის სისტემას და საფრთხე შეექმნას ემიგრანტების გზავნილებს, რაზედაც ქართული ეკონომიკა დგას.

ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, წინა საარჩევნო კამპანია აეგოს რეალურ ინფორმირებულ არჩევანზე, თუ რა დგას საფრთხის ქვეშ ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში და თუ ამას სწორად მივაწვდით საზოგადოებას, და რეალურ არჩევანს დაინახავენ, ისინი ევროპულ და სწორ არჩევანს გააკეთებენ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა