უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ კურსკის ოლქში უკვე 92 დასახლებული პუნქტია - ზელენსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ კურსკის ოლქში უკვე 92 დასახლებული პუნქტია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებენ.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძალები აკონტროლებენ მტრის 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„მთლიანობაში, ეს ოპერაცია გახდა ჩვენი უდიდესი ინვესტიცია უკრაინელების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ჩვენი ქმედებები გრძელდება“, - დასძინა მან.