„წილოსანი არის ქოცების ბიოლოგიური იარაღი ქალების წინააღმდეგ“ - ბაია პატარაია
წილოსანი არის ქოცების ბიოლოგიური იარაღი ქალების წინააღმდეგ - ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
„ზოგჯერ მგონია, რომ ქოცნებას სპეციალურად ყავს წილოსანი, რომ ქალი პოლიტიკოსის იმიჯს ბოლომდე დედა უტიროს.
ზოგადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ არსებობს სტერეოტიპი, რომ “შტერია”, რაც ცხადია, უდიდესი ტყუილია, მაგრამ მერე უეცრად გამოაგორებენ აი, ამას - რომელიც დააყრანტალებს “საყვარელი პრეზიდენტი გვეყოლებაო” და ერთი ხელის მოსმით ახალ სიცოცხლეს ჩაბერავს ხოლმე მაგ ძველ სტერეოტიპს.
მოკლედ, წილოსანი არის ქოცების ბიოლოგიური იარაღი ქალების წინააღმდეგ :))) მაგრამ გახსოვდეთ, ხალხო, რომ “ქალი წილოსანი” ერთია დეპუტატებში, “კაცი წილოსანი” კი ვედრო მანეთად ყრია პარლამენტში, თან ზოგმა წერა-კითხვაც კი არ იცის და ბოლო 4 წელიწადში ერთხელაც არ ჩაურთავს მიკროფონი“ - წერს ბაია პატარაია.