ჩვენ ვიხილეთ „პიროვნების კულტის” გაფორმება 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი, ამაზრზენი ფორმით - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი დღს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ არა ერთპარტიული პარლამენტის, არამედ “პიროვნების კულტის” გაფორმება 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი, ამაზრზენი ფორმით.
პარლამენტის შენობა იქცა ამ კულტის, სექტის ერთგვარ ტაძრად, სადაც განსხეულებულ ‘ღმერთზე” ლოცვები აღევლინება და მისი ნება მდუმარედ, უკრიტიკოდ აღესრულება, რადგან შეუცნობელ არს გზანი მისნი… - წერს გია ხუხაშვილი.