აფხაზეთი ან ნატო - ცხინვალის რეგიონი ან ევროკავშირი - დაახლოებით ასეთ არჩევანს დააყენებენ ჩვენს წინაშე - სანდრო ბრეგაძე
ვინც ვერ გაიგო თუ რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა , ვეცდები აგიხსნათ - „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმების შესახებ წერს:
„აფხაზეთი ან ნატო - ცხინვალის რეგიონი ან ევროკავშირი —- დაახლოებით ასეთ არჩევანს დააყენებენ ჩვენს წინაშე ‼️‼️‼️
— 🔴 უდიდესი ალბათობით - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ , შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება კონსიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღება , სადაც დაფიქსირებულია რომ საქართველო მისწრაფება არის ნატო და ევროკავშირი ‼️‼️‼️
— 🔴 ამ ჩანაწერის ამოღება კონსტიტუციიდან განხორციელდება იმ საბაბით , რომ ნატო-ევროკავშირში სწრაფვა ხელს უშლის რუსეთთან მოლაპარაკებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ‼️‼️‼️
— 🔴 დეკლარირებულად გაცხადდება , რომ რუსეთის უპირველესი პირობა აფხაზეთის საქართველოში დე ფაქტოდ დაბრუნების პროცესის დასაწყებად არის , რომ უარი ეთქვას ნატო-ევროკავშირში გაწევრიანებას და ამის პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს კონსტიტუციიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების ამოღება ‼️‼️‼️
— 🔴 რაღაც აბსურდებს რომ წერენ - საკონსტიტუციო უმრავლესობა დამოუკიდებლობის გასაუქმებლად ჭირდებათო - დამოუკიდებლობის გაუქმება არაფერ შუაშია , უბრალოდ გვეტყვიან - გინდათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ? მაშინ უარი უნდა ეთქვას ნატოს და ევროკავშირსო ‼️‼️‼️
— 🔴 არჩევანი ქართველ ერზეა დამოკიდებული ‼️‼️‼️“ - წერს სანდრო ბრეგაძე.