თეგებით ძიება

საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, „ფსიქიკურად დაავადებული“ უწოდონ ადამიანებს მათი სექსუალური ან გენდერული იდენტობიდან გამომდინარე - რას წერენ Meta-ს განახლებულ გაიდლაინზე?

კომპანია Meta-ს სიძულვილის ენის განახლებული გაიდლაინი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, „ფსიქიკურად დაავადებული“ უწოდონ ადამიანებს მათი სექსუალური ან გენდერული იდენტობიდან გამომდინარე. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Sky News-ი ავრცელებს.

„ჩვენ დავუშვებთ მტკიცებებს ფსიქიკური დაავადების ან არანორმალურობის შესახებ, როდესაც ეს ეფუძნება გენდერულ ან სექსუალურ ორიენტაციას, ტრანსგენდერიზმისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ პოლიტიკური და რელიგიური დისკურსის გათვალისწინებით“, - ნათქვამია კომპანია Meta-ს განახლებულ გაიდლაინში.

ასევე გაუქმებულია წესები, რომლებიც კრძალავს ადამიანის გარეგნობის შეურაცხყოფას რასის, ეროვნების, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, გენდერული იდენტობის და სერიოზული დაავადების გამო.

„Meta-ს პლატფორმები შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. პლატფორმებზე, სადაც მილიარდობით ადამიანს შეუძლია ჰქონდეთ ხმა, ნაჩვენებია ყველაფერი - კარგი, ცუდი და მახინჯი. მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა