რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება
რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მმართველმა კოალიციამ განაცხადა.
მმართველმა კოალიციამ ორტურიანი საპრეზიდენტო არჩევნების – 4 და 18 მაისს ხელახლა ჩატარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დარჩება.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის შიშის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.