თეგებით ძიება

პირველად 1945 წლის შემდეგ, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში ხმების უმეტესობა მიიღო

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია პარტიამ Alternative for Germany (AfD) თიურინგიის ფედერალურ მხარეში გამართულ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ხმების უმეტესობა მიიღო. როგორც CNN წერს, ეს 1945 წლის შემდეგ, გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვების პირველი შემთხვევაა. ამასთან, საქსონიაში AfD-ს მხოლოდ მცირედით უსწრებს გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. 

ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიის ორ რეგიონში კვირას ჩატარდა. 

აღნიშნულ არჩევნებზე დაბალი შედეგები დააფიქსირეს გერმანიის მმართველმა კოალიციურმა პარტიებმა, მათ შორის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD), რომელიც თიურინგიის საკანონმდებლო ორგანოში ხმების მხოლოდ 6.1%-ით მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ბარიერი 5% იყო. ხოლო საქსონიაში შოლცის პარტიას ხმების 7.3% ერგო.

"ბევრის აზრით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები თურინგიასა და საქსონიაში შოლცისა და მისი კოალიციური პარტნიორების ლაკმუსის ტესტად აღიქმება მომავალი წლის საყოველთაო არჩევნების წინ“, - აღნიშნავს CNN.

ხოლო რაც შეეხება Alternative for Germany-ს, ის ევროსკეპტიკოსი პარტიაა, რომელიც გერმანიაში იმიგრაციის (განსაკუთრებით, მუსლიმთა) წინააღმდეგ გამოდის. გერმანიის სასამართლოს ის „საეჭვო ექსტრემისტულ“ პარტიად ჰყავს კლასიფიცირებული. აღსანიშნავია, რომ პარტია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს არ უარყოფს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა