ინდოეთში, ნიანგებმა საცხოვრებელ პუნქტებში შეაღწიეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს სახლებში უვარდებიან (ვიდეო)
ინდოეთში, გუჯარატის შტატში, ნიანგებმა საცხოვრებელ პუნქტებში შეაღწიეს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახლებში უვარდებიან. ამის მიზეზი ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობაა, რომელიც ინდოეთში ბოლო რამდენიმე დღეში დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, რეგიონში ბოლო ერთ კვირაში, საშუალო წლიური ნალექის 100% მოვიდა.
ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე ვიშვამირტი ადიდდა, რომელიც ვადოდარის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში გაედინება. სწორედ აღნიშნული მდინარის ადიდების შედეგად შეძლეს ნიანგებმა საცხოვრებელ პუნქტში შეღწევა.
გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რაიონში 24 ნიანგი დაჭერა შეძლეს, რომლებსაც ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.