თეგებით ძიება
04. 09. 2024 მსოფლიო

მსხვერპლი მოჰყვა ლვოვზე რუსეთის თავდასხმას - დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

მსხვერპლი მოჰყვა ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 35 ადამიანი.

"სამწუხაროდ, გვყავს ლვოვში ღამის თავდასხმის შედეგად მოკლული მესამე ადამიანი. ეს 14 წლის გოგონაა", - წერს კოზიცკი.

დაშავებულთა შორის 5 ბავშვია - 15 წლის ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება, ოთხს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

ლვოვის საკრებულოს დეპუტატმა იგორ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში 50-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაზიანდა ასევე 2 სამედიცინო დაწესებულება და 2 სკოლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა