"ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
"ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად". "სოფელ შუქრუთის გადასარჩენად" - ამ სლოგანით ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს.
შუქრუთელების თბილისში ჩამოსვლის მიზეზი ცენტრალრი ხელისუფლების პროცესში ჩართვის მოთხოვნაა. პროტესტის ნიშნად, აქციის ზოგიერთმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო და პირი ამოიკერა.
შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ჩატარებული სამუშოების შედეგად მათი სახლები დაინგრა, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. შესაბამისად სოფელი საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარი გახდა.
პარლამენტის წინ შეკრებილები კომპანიის საქმიანობის შედაგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ბოლოს მათ პროტესტი მარტში გამოხატეს და მათი თქმით, ამ ხნის მანძილზე ხელისუფლების და "ჯორჯიან მანგანეზის" მხრიდან არავინ გამოხმაურებიათ.