მიხეილ სააკაშვილის აღენიშნებოდა სატურაციის დაცემა, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია - ექიმი მანანა ჯებაშვილი
მიხეილ სააკაშვილს ბოლო პერიოდში აქვს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა და სხვა - ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა, მანანა ჯებაშვილმა განაცხადა. ჯებაშვილის განმარტებით, სატურაცია მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
“დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს სხვა პალატაში. სხვა პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრის, სატურაციის დაცემა. ის მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია.
ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია დაბალი სატურაცია და თვე-ნახევარია მისი ოჯახი ამ მონაცემების გასწორებას ელოდება. მიხეილ სააკაშვილს ბოლო პერიოდში აქვს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა და სხვა. სატურაციაც ისევ დაბალია, 90-91-ის ფარგლებში. ამდენად, ჩვენ გვაინტერესებს თვე-ნახევრის განმავლობაში რატომ ვერ მოხდა ამ პარამეტრის კორექტირება და რაშია საქმე, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ასეთი დაბალი, რამ გამოიწვია იგი და რა მკურნალობა ჩაუტარდა ამისთვის.
ვითხოვთ შეხვედრას კოლეგებთან, რომ გავერკვიოთ, რადგან მისი სიცოცხლისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. გავარკვიოთ, რა მკურნალობის ტაქტიკა აქვთ არჩეული ამისთვის, რა დიაგნოზია და რა არის მისი მკურნალობის სტრატეგია”,- გამაცხადა მანანა ჯებაშვილმა.