მეგონა, რომ რუსეთი მოგვიხდიდა ბოდიშს და პირიქით, ბიძინა ივანიშვილი გვთხოვს ბოდიში მოვუხადოთ ოსებს და რუსებს - აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები
გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ქართველები ბოდიშს არასდროს მოუხდიან - ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული გმირის, ოსების და რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები ანწუხელიძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
ოლიგარქის განცხადებას "სულში ჩაფურთხებას" უწოდებს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გუნტურის ძმაც.
ჩემი ძმა იყო ასული ეკლესიაში სანთლის დასანთებად და რომ უნდა წამოსულიყო, ჩასაფრება მოუწყეს და ჩაცხრილეს თავის საკუთარ მანქანაში. მე მეგონა, რომ რუსეთი მოგვიხდიდა ბოდიშს და პირიქიტ, ბიძნა ივანიშვილი გვთხოვს, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს და რუსებს. მე შემრცხვა, პოლიციელებმა რომ არაფერი უთხრეს. 2008 წელს იბრძდნენ ეს პოლიციელები, ათასობით პოლიციელი იდგა, აქედან თიტქმის ყველა იბრძოდა და ხმა ვერ ამოიღეს, - ამბობს გივი გუნტური.
"პირველებმა" ომის ვეტერანებიც ჩაწერა, რომლებიც ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პრიდაპირ რუსეთის მიერ დასმული ხელისუფლებაა, რომელიც პუტინის დაკვეთებს ასრულებს. მათი თქმით, ისინი მტერს ბოდიშს არასდროს მოუხდიან.
არც ქართველებმა და არც ოსებმა არ დაიწყეს ეს ომი. ეს ომი დაიწყეს რუსებმა. მე შეურაცხყოფად მიმაჩნია, რომ ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოდიში მოუხადეთ ოსებსო.ჩვენ მოსახდელი არაფერი გვაქვს. ეს ყველაფერი გამოიწვია რუსეთის მხარემ. ცხინვალში ანწუხელიძე მოგვიკლეს და აქეთ ბოდიში მოვუხადოთ ოსებს. ეს სირცხვილია, - ამბობს გოცა ბზიშვილი.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.