"ხატულიკა ჩემი ყველაფერია... დედას ვფიცავარ, რომ ვუკვირდები, სხვასთან ვერ გავძლებდი, კიდევ კარგი, რომ სხვა არ მოვიყვანე… მაგარი მორწმუნე ადამიანია, მაგრად ვუყვარვარ“ - რამაზ ნოზაძე
რამაზ ნოზაძე მეუღლის, ხატია სიჭინავას შესახებ ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს:
"ხატულიკა ჩემი ყველაფერია. დედას ვფიცავარ, რომ ვუკვირდები, სხვასთან ვერ გავძლებდი. კიდევ კარგი, რომ სხვა არ მოვიყვანე. ბიჭობის წლებში სულ არის რაღაც ამბები ვიღაცებთან და კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მაგარი არჩევანი გავაკეთე.
მე იმის პრობლემა არ მაქვს, - რამაზ, სად ხარ? ხატია მაგარი დედაა. იმით დავიწყოთ, რომ ძალიან მაგარი ადამიანია ყველანაირი თვალსაზრისით. მართლა ძალიან მაგრად გამიმართლა.
ხატია ჩემთვის შენაძენია. მე მართლა ნახევარი ვიყავი მანამდე, დავინახე და გავმთლიანდი. დედას ვფიცავარ, უმისოდ თუ ერთი წამით შემეძლოს ცხოვრება. ღმერთს მადლობა, რომ ხატია მყავს გვერდით და არა ვიღაც ტვინის მჭამელი. ყველანაირად მაგარი გოგოა, დიდი სამეგობრო ჰყავს. მაგარი მორწმუნე ადამიანია, მაგრად ვუყვარვარ…“