თეგებით ძიება
26. 09. 2024 მსოფლიო

პალესტინელები არ წავლენ ღაზიდან, პალესტინა ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მამების და ბაბუების მიწა - მაჰმუდ აბასი

პალესტინელები არ წავლენ ღაზიდან, პალესტინა ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მამების და ბაბუების მიწა და თუ ვინმე წავა, ეს იქნება ოკუპანტი უზურპატორები, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა გერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

მაჰმუდ აბასმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტყუილში დაადანაშაულა, როდესაც მან აშშ-ის კონგრესში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეები პრაქტიკულად არ იღუპებიან.

„მაშინ ვინ მოკლა 15 000-ზე მეტი ბავშვი? შეაჩერეთ ეს დანაშაული. ახლავე გააჩერეთ. შეწყვიტეთ ბავშვებისა და ქალების მკვლელობა. შეაჩერეთ გენოციდი. შეწყვიტეთ იარაღის გაგზავნა ისრაელში. ეს სიგიჟე არ შეიძლება გაგრძელდეს. მთელი მსოფლიო პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება ჩვენს ხალხთან მიმართებაში ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები, ახალისებს ისრაელს ომის გაგრძელებისკენ.

მაჰმუდ აბასის მტკიცებით, ისრაელის მთავრობის წევრებს იერუსალიმის ტაძრის მთის სტატუსის შეცვლა და რელიგიური კონფლიქტის გაღვივება სურთ.

პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა რეზოლუციების დარღვევის გამო ისრაელს გაერო-ს წევრობა უნდა ჩამოერთვას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა