თეგებით ძიება
02. 10. 2024 კულტურა

ახალი „ალესილი კეპების“ პირველი კადრი გავრცელდა

სერიალ „ალესილი კეპების“ გაგრძელებიდან პირველი კადრი გავრცელდა, რომელზეც ფილმის მთავარი პერსონაჟი ტომას შელბია გამოსახული. მის როლს, ისევე როგორც სერიალში კილიან მერფი ასრულებს.

სურათში ასევე ითამაშებენ ტიმ როთი, რებეკა ფერგიუსონი და ბარი კეოგანი. მოვლენები ფილმში მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდება.

ფილმის რეჟისორი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ტომ ჰარპერი იქნება, რომელმაც სერიალის პირველი სეზონის რამდენიმე სერია გადაიღო. სცენარი კი „ალესილი კეპების“ ავტორმა სტივენ ნაითმა დაწერა. ის, მერფისთან ერთად ფილმის პროდიუსერიც იქნება.

სერიალი „ალესილი კეპები“, რომელიც შელბების ოჯახის კრიმინალურ კლანზე მოგვითხრობს, ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა. 5 წლის შემდეგ პროექტი BAFTA-ს ვერსიით საუკეთესო ბრიტანული შოუ გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მიიღო პრემია National Television Awards, როგორც საუკეთესო დრამატულმა სერიალმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა