"ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“ - მაკა ძაგანია (ვიდეო)
მაკა ძაგანია „ნიკოლოზის კითხვებში“ იხსენებს „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებიდან რთულ პერიოდებს და ასევე საკუთარი ცხოვრების შესახებაც საუბრობს, მათ შორის, გადაწყვეტილებაზე, როცა მეორედ ოჯახის შექმნას დათანხმდა.
"მამაჩემი იყო ძალიან ცუდად. მახსოვს, სიცოცხლის ბოლო პერიოდში მკითხა, ვიყავი თუ არა ბედნიერი. მივხვდი, რომ უნდა მომეტყუებინა, რომ ვარ ბედნიერი. ძალიან მალე მამაჩემი გარდაიცვალა. ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნის. როდესაც სტრესული ურთიერთობა გაქვს და ცუდად გახსენდება, გაქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს. ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“.