„პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ, მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე“ - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არ ნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ. ტვ— პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე— ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს— პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. იცოდეთ მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუ მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარსაც ოცდაექვსში - წერს ნათელაშვილი.