"დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა... მას სიმსივნე აქვს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს და საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს.
"მე არ ვარ მოპარული ბავშვი. მოხდა ჩემი გაშვილება მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა 2 შვილი დედა არ იყო გათხოვილი, იყო 21 წლის.
დედის შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, რადგან მას არ სურს გამოჩენა, სიმსივნე აქვს მძიმე ფორმებში, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, ასეა რას ვიზამთ... ყველას შეიძლება არ მოსწონდე და არ უნდოდეს შენთან ურთიერთობა“, - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვაში.