"ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში ფიგურირებდა. წლები ვეძებდით და საბოლოოდ რომ მივაკვლიეთ და მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ..." - რას იხსენებს მაია ასათიანი?
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, მაია ასათიანი "მთავარი არხის" ეთერში, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი იყო. სადაც მან ახალშობილების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა:
"იყო ერთი ბებიაქალი, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში ფიგურირებდა. წლები ვეძებდით და საბოლოოდ რომ მივაკვლიეთ და მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა," - მაია ასათიანი.