თუ ვინმეს დახმარება გინდათ პირადად ნახეთ.. არავის გადაურიცხოთ არც ერთი თეთრი! - რას წერს დაჩი ცაგურია?
არავის გადაურიცხოთ არც ერთი თეთრი! არავის მოატყუებინოთ თავი! - „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი, დაჩი ცაგურია სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს:
მეგობრებო ეხლა დამირეკა ერთმა თაღლითმა ნაცნობის ხმით და მთხოვდა თანხას, ვითომ შვილი ავარიაში დაემტვრა და სასწრაფოდ ჭირდებოდა თანხა.
გთხოვთ იყავით ყურადღებით, არ დაიჯეროთ ესე უცაბედი ზარის და ხმისაც კი, თუ ვინმეს დახმარება გინდათ პირადად ნახეთ აუცილებლად და ისე დაეხმარეთ. ამ აფერისტს ვოცაფზე იმ კაცის სურატი ჰქონდა დაყენებული და ხმაც კი მისი (რაღაც პროგრამის დახმარებით) ჰქონდა გაკეთებული და ისე მელაპარაკებოდა.
არავის გადაურიცხოთ არც ერთი თეთრი!
არავის მოატყუებინოთ თავი! - წერს დაჩი ცაგურია.